გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
,,თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებდა. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა”, – აცხადებენ დეპარტამენტში.
არამდგრადი და უმეტესად ცივი ამინდები 17 თებერვლამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ დილით თოვა შეწყდება.