ახალი ამბები

თესაუს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა საერთაშორისო პროექტში გაიმარჯვა

როგორც knews.ge–ს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მანანა კევლიშვილმა განუცხადა, აღნიშნული პროექტი კახეთის რეგიონის ფერმერთა მომსახურების ცენტრებისა და საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებისათვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. მისივე ინფორმაციით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, 11 თვის განმავლობაში საბაზისო და ძირითად ტრენინგებს თესაუსა და სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეული პროფესორები ჩაატარებენ.
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს (USAID) და მისი ღირებულება 19.5 მილიონი აშშ დოლარია. პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა და განვითარება, ახორციელებს CNFA.