კახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მუსიკალური პროექტი იწყება
როგორც knews.ge–ს პროექტის ავტორმა, სოფია რაფაელამ განუცხადა, კონკურსის მიზანია, აღმოაჩინოს ნიჭიერი ავტორ-შემსურებლები და მომღერლები, რომლებიც საკუთარი თავის რეალიზებას და მსმენელისთვის გაცნობას შეძლებენ. მისივე ინფორმაციით, კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, სადაც გამარჯვებულები მათ მიერ ატვირთულ ვიდეოებზე ლაიქების და ჟიურის მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით გამოვლინდებიან.
,,პროექტში ჩართვა, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გარდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ ჩვენს ემიგრამნტებსაც შეუძლიათ. მე კახელი ვარ და მინდა, კახელმა ახალგაზრდებმა იაქტიურონ ამ კონკურსში. მონაწილეობის მსურველებმა მოყვარულის დონეზე უნდა შეასრულონ თავისი ან სხვისი ქართული სიმღერა, გადაიღონ ვიდეო და გამოგვიგზავნონ. პროექტის მიზანია ქართული სიმღერის პოპულარიზაცია. საკონკურსო მასალების მიღება უკვე დაიწყო. პირველი ტურში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ე.წ ,,ლაიქების“ მეშვეობით, მეორე ტურში გადავა 30 მონაწილე, რომელთა შემოქმედებასაც ჟიური შეაფასებს და მათ ვიდეოებზე მიღებულ ,,ლაიქებს“ ქულებს დაამატებენ. საბოლოოდ ფინალში გადავა 15 მონაწილე და აქედან სამი იქნება საპრიზო ადგილის მფლობელი, დანარჩენი მონაწილეები მიიღებენ სიგელებს. მესამე და მეორე ადგილის მფლობელებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები, ხოლო პირველ ადგილზე გასულს კი დავეხმარებით სიმღერისა და ვიდეო კლიპის ჩაწერაში. ჩვენ ამით ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას, გამოავლინონ თავიაანთი შესაძლებლობები, იმღერონ, დაუკრან, დაწერონ სიმღერები და თავიანთი შემოქმედება საზოგადოებას გააცნონ. პროექტის პარტნიორი და თანაწამყვანია რადიო ,,არ დაიდარდოს“ დიჯეი ლევან გულბათაშვილი. მთავარი პარტნიორია ,,ზე– სტუდიო,“ სადაც ჩაიწერება სიმღერა გამარჯვებულისათვის’’, – განუცხადა KNEWS.GE-ს სოფი რაფაელამ.
მისივე ინფორმაციით, ოფიციალური პარტნიორია ,,ექსკლუზივი TV“, რომლის ბაზაზეც განხორციელდება პროექტი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველების საკონკურსო მასალის მიღება 28 თებერვლამდე გაგრძელდება.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/w6Dfzs