ახალი ამბები

სოფელ ჰერეთისკარში ეკომიგრანტმა ქალბატონმა მცირე ბიზნესი დაიწყო

 მისი თქმით, იმ პერიოდში მათთან ერთად 100-მდე ოჯახი ჩამოასახლეს. 
ეკომიგრანტ პედაგოგს ახლა 30 ოჯახი ფუტკარი ყავს, რომელიც სამოქალაქო განვითარების სააგენტო “სიდას” პროექტის ფარგლებში იყიდა. მან ასევე საჭირო დანადგარები შეიძინა და სასურველი ბიზნესი დაიწყო.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტის მიზანი სოფელში მცხოვრები ქალების გააქტიურება იყო. მისი თქმით, მასწავლებლობასთან ერთად ამ საქმის შეთავსება არ უჭირს და მეფუტკრეობა ოჯახისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.
,,თაფლს ბოდბის ბაზარში ვყიდი. ხან ადგილზე ჩვენთან აზერბაიჯანელები მოდიან და ყიდულობენ. სამომავლოდ გვინდა თაფლი თბილისში, ბათუმსა და თურქეთშიც გავიტანოთ. ჩემი წინაპრებიც მეფუტკრეები იყვნენ. ამიტომ ფუტკრის გამრავლებას მე და ჩემი მეუღლე სულ ვცდილობდით. ტექნიკის არქონის გამო ხშირად თაფლს ვერ ვიღებდით. ახლა სულ 30-მდე ფუტკრის ოჯახი მყავს. ვფიქრობ, ზაფხულში მისი რაოდენობა 50–მდე გაიზრდება“, – აცხადებს ბერიძე.