ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო – პესტიციდები სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძინეთ

”ფერმერთა ინტერესების და სამომხმარებლო ბაზრის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად ახორციელებს პესტიციდებისა და შხამქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას. გააქტიურებული კონტროლის შედეგად, გასულ წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბოლო ორი წელია, არ გამოვლენილა არარეგისტრირებული ქიმიკატებით ვაჭრობის ფაქტი, ქიმიკატების ტარა მარკირებულია ქართულ ენაზე, რეალიზაცია ხდება დაფასოებული პროდუქციით, თუმცა ფალსიფიკაციის შემთხვევბი კვლავაც აღინიშნება. უხარისხო, ფალსიფიცირებული და საეჭვო პრეპარატების შეძენის თავიდან ასაცილებლად, ფერმერებს ვურჩევთ, პესტიციდები შეიძინონ სპეციალიზებულ მაღაზიებში, სადაც, ასევე შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია პრეპარატების გამოყენებასა და მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებით”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.
ახაშნელ ამბერგ მინდიაშვილს წელს ხუჭუჭამ ატმის ბაღის 90% დაუზიანა. მისივე თქმით, მარტოხელა ორსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ატმის რეალიზებით მიღებული ფულია, რომელიც მომავალ სეზონამდე წამლების საყიდლად უნდა გამოეყენებინათ. მეურნეს თქმით, მოსავლის გადასარჩენად მან ატმის ბაღი სამჯერ შეწამლა, თუმცა, უხარისხო შხამქიმიკატების გამო, დაავადება მაინც გავრცელდა. 
,,წელს ყველა აშუალება ვცადე ატმის გადასარჩენად, მაგრამ არაფერი ეშველა. რა საშუალება აღარ ვცადე, მაგრამ ტყუილად, არც დაზიანებული ფოთოლი აღდგა. ჩვენი შემოსავალი პენსიაა. იმედი მქონდა, ატმის მოსავალი მოვიდოდა, მაგრამ უხარისხო პეტიციდების გამო თითქმის მთლიანად გაფუჭდა,’’– აცხადებს მინდიაშვილი.