ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გერმანიაში გაიმართება

საბავშვო წიგნი სახელწოდებით ,,თავგადასავალი ლაგოდეხის ტყეში“, ევროკავშირის დაფინანსებით და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით გამოიცა.
გამოცემის ავტორები გერმანელი და ფრანგი სტუდენტები ემანუელ შევალიე, ჯულია ბიოტგერი და რაფაელა ჰოლცერი არიან, რომლებიც ტურისტული მარშრუტით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში იმყოფებოდნენ. უცხოელი სტუდენტები ფრანულ–გერმანული თანამშრომლობის პროგრამის ,,GLEN”-ის მეშვეობით სამთვიანი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში საქართველოს აგვისტოში ესტუმრნენ. სტაჟირების მიზანი ლაგოდეხში ეკოტურიზმის პოპულარიზაცია და გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერის ლაგოდეხში ჯუბა მარუაშვილის თქმით, წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა და მისი გავრცელება გარდა საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, საზღვარგარეთაც მოხდება. 
,,წიგნი გავრცელდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში. რაც შეეხება ინგლისურ ვარიანტს მისი პრეზენტაცია დაგეგმილია საფრანგეთსა და გერმანიაში. ეს ქმნის დამატებით შესაძლებლობას იმისათვის, რომ ლაგოდეხსა და გერმანიაში არსებულ დაცულ ტერიტორიებს შორის შეიქმნას გარკვეული თანამშრომლობის საწყისები, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევას’’,– განუცხადა Knews.ge-ს ჯუბა მარუაშვილმა.