ახალი ამბები

თელავის სიმღერისა და ცეკვის სტუდიის რეაბილიტაციაზე 35 000 ლარი დაიხარჯება

სამუშაოების ფარგლებში შეიცვლება იატაკი. როგორც თელავის ვიცე მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა knews.ge–ს განუცხადა დაზიანებული იატაკის გამო მოცეკვავეებს ემუქრებოდათ სხეულის დაზიანების საფრთხე, რაც ხელს უშლიდა ცეკვის სრულფასოვან შესწავლას.
„მთლიანად იცვლება იატაკი. სამუშაოების ფარგლებში დაგებული იქნება უმაღლესი დონის გერმანული ფიჭვი, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს აღსაზრდელებს, რომ მართლაც ივარჯიშონ და ისწავლონ ცეკვა ძალიან მაღალ დონეზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკვე 50 წელზე მეტს ითვლიდა იატაკი და პრაქტიკულად ეს იყო გამოუსადეგარი. ამჟამად იხარჯება დაახლოებით 35 000 ლარი”, –განუცხადა knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა