ახალი ამბები

სოფელ წინანდალში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია ჩატარდა

საქველმოქმედო აქცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით.
,,პროფილაქტიკური გაკვლევები ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების შალაურის, კისისხევის, კონდოლის, ნასამხრალის, წინანდლის, ქვ. ქოდაშნის, ბუშეტი, ვანთის და აკურის მოსახლეობას ჩაუტარეს”,–განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ თალაკვაძემ.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებით კი ყველას ეძლევა შესაძლებლობა, იზრუნოს საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. 
,,სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას. ექიმები თავად მიდიან ხალხთან, უტარებენ გამოკვლევებს და უწერენ რეცეპტს. ეს მოსახლეობისთვის დიდი შეღავათია”.