ახალი ამბები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება

სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ ქვესადგურებზე განსახორციელებელი პროფილაქტიკური სამუშაოებია. 
,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” 10 კილოვატიან ფიდერზე ქვესადგურებში ,,საგარეჯო-1” და ,,საგარეჯო-2″ პროფილაქტიკურ სამუშაოებს გეგმავს. ამასთან დაკავშირებით 26 ივლისს ენერგომომარაგება 12:00-დან 12:30 საათამდე ქალაქ საგარეჯოს რამდენიმე უბანს და სოფელ გიორგიწმინდას. 12:30-დან 13:00 საათამდე ქალაქ საგარეჯოს მეორე ნაწილს, 13:00-დან 13:30 სთ-მდე სოფელ ნინოწმინდას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქსელიდან გათიშულ აბონენტებს ენერგომომარაგება აღუდგებათ,”– განაცხადეს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში.”