ახალი ამბები

სიღნაღი-წნორის საავტომობილო გზის შეკეთება სექტემბერში დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მონაკვეთი დაზიანებული იყო და სრულად ვერ უზრუნველყოფდა სატრანსპორტო მოთხოვნებს.
,,პერიოდული შეკეთების სამუშაოები ითვალისწინებს: არსებული დაზიანებული ზღუდარების, დაზიანებული ბოწკინტების და რკინა-ბეტონის მილების, ქვედა საყრდენი კედლის შეკეთებას; კიუვეტების მოწყობასა და სავალი ნაწილის აღდგენას. ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების შეკეთება; მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები”.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 775 000 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.