ახალი ამბები

სირიაში გარდაცვლილი ასლანბეგ ბორჩაშვილი თესაუს სტუდენტი იყო

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდამ ერთი წლის წინ სწავლა შეწყვიტა და სამუშაოდ თურქეთში წავიდა. შემდეგ ბორჩაშვილი სირიაში გადავიდა საბრძოლველად. ადგილობრივების ინფორმაციით, პანკისელი ახალგაზრდა დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა. არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე სირიაში ასამდე პანკისელი წავიდა საბრძოლველად და უკვე 16 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკების დროს გარდაიცვალა.