ახალი ამბები

,,ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს

პარტიის ინფორმაციით, ხვალინდელ შეხვედრაზე ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები საქართველოს პარლამენტში თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენენ. შეხვედრა 10 ივნისს 11:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანია გუშინ დაიწყო. არჩევნები კი მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.