ახალი ამბები

ცესკო – ამ ეტაპზე 27 პარტიის განაცხადი შემოვიდა

რაც შეეხება მოქმედი თანამდებობის პირებს, მისივე განმარტებით, არსებული კანონმდებლობით, მინისტრებმა, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თანამდებობა უნდა დატოვონ პარტიული სიის წარგენის მომენტიდან. 
,,ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩასატარებლად მზად არის. იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში და ამავდროულად არ არის კვალიფიციური სუბიექტი, უნდა წარმოადგინონ არანაკლებ 25 000 ხელმოწერა. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა არის 15 აგვისტო. ხოლო კვალიფიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერის არანაკლებ 1000-მდე ხელმოწერა, ხოლო კვალიფიციურმა პარტიებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების თარიღამდე არაუგვიანეს 57 დღისა უნდა მიმართონ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეგისტრაციის გატარების მიზნით“, – განაცხადა მიქელაძემ. 
მისივე თქმით, საარჩევნო სიების წარდგენა ჯერ ადრეა, ვინაიდან არჩევნების თარიღი ერთი დღეა გამოცხადდა.