ახალი ამბები

კახეთში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, დღეს და ხვალ ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექი. ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ +18 +23 გრადუსია ნავარაუდევი. 
12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოშიც ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, თუმცა საღამოსა და ღამის საათებში ზოგან წვიმაა ნავარაუდევი. 
სინოპტიკოსების პროგნოზით, 13,14 და 15 ივნისს, გამოიდარებს.