ახალი ამბები

სოფელ დუზაგრამას გამგებელს ადგილობრივის ცემაში ადანაშაულებენ

დაზარალებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისმაილოვმა თანასოფლელს ბლაგვი საგნით თავში ჭრილობა მიაყენა. როგორც ადგილობრივებმა Knews.ge-ს განუცხადეს, ნიაზოვი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში, სადაც მას პირველადი დახმარება გაეწია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული სოფლის რწმუნებულს ადანაშაულებდა მიწების უკანონოდ გასხვისებასა და დოკუმენტების გაყალბებაში, რის გამოც ისმაილოვი მას ჯერ შვილების დახოცვით დაემუქრა, შემდეგ კი გზაში დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქრთველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. მოკვლევას საგარეჯოს რაიონული პოლიცია აწარმოებს.