ახალი ამბები

თელავის რვა სოფლის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ

ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრის ექიმები უფასო პროფილაქტიკურ გასინჯვებს სოფლების სანიორეს, ართანას, ფშაველის, ლალისყურის, ლეჩურის, ლაფანყურის, ნაფარეულისა და ჯუღაანის მოსახლეობას ჩაუტარებენ.
აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ სხვადასხვა პროფილის ექიმები – ქირურგი, ტრავმატოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი,ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი და ექოსკოპისტი.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფს. 
უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით გაიმართება.