ახალი ამბები

2015 წელს ოჯახში ძალადობის 2726 ფაქტი გამოვლინდა

 საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის 28 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, ოჯახში ძალადობის პირობებში ჩადენილი 16 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 12 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე.
დღეს სახალხო დამცველმა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. 
2015 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ რჩება უამრავი პრობლემა ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.