ახალი ამბები

რეგიონებში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მემორანდუმის საფუძველზე, გამოკვლევების ჩატარება პერმანენტულ სახეს მიიღებს. 
დღეს ამ პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა და 3 თვის ვადაში ყველა ვეტერანს ექნება საშუალება, ჩაიტაროს გამოკვლევები. იგეგმება გასვლითი ღონისძებები რეგიონებში, სადაც ექიმები ადგილზე ჩაუტარებენ ვეტერანებს საჭირო გამოკვლევებს და დაიგეგმება შემდგომი მკურნალობა“, – განაცხადეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.