ახალი ამბები

იორმუღანლოში ნაგვის ბუნკერების განთავსებას ითხოვენ

 ადგილობრივების თქმით, სოფელში ნაგვის ბუნკერების არ არსებობის გამო, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს სოფლის ხევსა და დასახლებასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთებში ყრიან.
,,ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს დასუფთავების კუთხით. არ დგას ნაგვის ბუნკერები, რომ ნაგავი იქ ჩავყაროთ და მერე ნარჩენები მანქანამ სოფლიან გაიტანოს. იძულებულები ვართ, ნაგავი ხევში ან მინდორში გადავყაროთ”,- განუცხადა Knews.ge-ს სოფელ იორმუღანლოს მკვიდრმა ალმით იაგუბოვმა.

იორმუღანლოში დასუფთავების პრობლემის შესახებ ვრცლად knews.ge-ს გამოკითხვაში იხილეთ.