დედოფლისწყაროში პოლიციელს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ
ზურა მაისურაძის ინფორმაციით, მას სოფელ თავწყაროში ტრასაზე გადაყავდა ცხვარი, რომლის დროს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პოლიციელია, მანქანით ფარაში შევარდა.
,,1400 სული ცხვარი გადამყავდა სოფლის ტრასაზე, რა დროსაც მანქანა შემოვარდა ფარაში და ცხვრები დამიხოცა. მაგ დროს 20 ცხვარი მოკვდა და რამდენიმე საათის შემდეგ 11 კიდევ დაემატა. ვინც ფარაში შემოვარდა მანქანით, მითხრა, რომ მანქანა დამიზიანდა და უნდა გააკეთოო, ათას ლარს მთხოვდა, მაგრამ 700-ზე შემითანხმდა. ეს ადამიანი პოლიციელია და დედოფლისწყაროს ერთ-ერთი სოფლიდან არის. მივეცი 350 ლარი, მეტი არ მქონდა. ვაპირებ, განცხადება შევიტანო პოლიციაში. 31 სული ცხვარი 5 ათას ლარზე მეტის ზარალია. მე ვინ ამინაზღაურებს ზარალს? სულ მაგ გზაზე დაგვყვავს ცხვრები,“ – განაცხადა მაისურაძემ.