თესაუში მომზადებული პროექტი საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას
როგორც knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, კონკურსი 9–16 მაისს ქალაქ სტამბულში, საბუნებისმეტყველო კოლეჯის (MEF) ბაზაზე, გაიმართება. კონკურსში თელავის ევროპული სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვებიან და წარადგენენ პროექტს ,,სამკურნალო მალამო ,,საფერავი’’ (Vitis Vinifera L.).
„პროექტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თეა მჭედლურის და ასისტენტ-პროფესორ დარეჯან მარგალიტაშვილის კონსულტაციით და ხელშეწყობით მომზადდა“, – განუცხადეს knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.