ახალი ამბები

საგარეჯოელები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითხოვენ

გამოკითხულთა უმრავლესობა უბნებში გარეგანათების სისტემის მოწესრიგებას, გადათხრილი გზების დროულად რეაბილიტაციას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილების მოწესრიგებას ითხოვს.
საგარეჯოელების თქმით, აღნიშნული პრობლემების დროულად მოგვარება აუცილებელია.
,,გზები დიდი ხანია გადათხრილია და ვეღარ დაამთავრეს სამუშაოები. კარგი იქნება თუ მალე მოგვარდება ეს პრობლემა. გარდა ამისა, ჩემს უბანში გარეგანათება არ არის, რის გამოც ღამით გადაადგილება გვიჭირს. ისეთი სიბნელეა შეიძლება ადამიანმა დაზიანებული გზის გამო ფეხი მოიტეხოს. რამდენჯერმე მივმართეთ გამგეობას მაგრამ უშედეგოდ”,- განუცხადა Knews.ge-ს ქალაქ საგარეჯოს მკვიდრმა ელენე დუგლაძემ.