ახალი ამბები

თელავში ავტოსადგურთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დაიწყო და აპრილის ბოლოს დასრულდება. ,,გზა, რომელიც მოძრაობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია ქალაქში და რომლის მიმდებარედაც განთავსებულია, როგორც ავტოსადგური, ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები ათწლეულების მანძილზე სრულად ამორტიზებული იყო. აღნიშნული გზის მონაკვეთს დღემდე რეაბილიტაცია არ ჩასტარებია. მოხდება ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება, ასევე გათვალისწინებულია სანიაღვრის მოწყობაც”, – აცხადებენ Knews.ge-სთან ქალაქის მერიაში.

ალაზნის გამზირზე მდებარე ავტოსადგური თელავში