საგარეჯოელ ფერმერებს გადასატანი სატუმბი სადგურების გამოყენება შეეძლებათ
მისი თქმით, ,,საქართველოს მელიორაცია” უახლოეს პერიოდში საგარეჯოში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს განახორციელებს.
,,ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა საგარეჯოს ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლეთან, სადაც ვისაუბრეთ საგარეჯოში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და მუნიციპალიტეტში სარწყავ სისტემებზე არსებულ ვითარებაზე. მათ ასევე გავაცანით კომპანიაში ამოქმედებული „მობილური მელიორაციის სამსახურის“ შესახებ, რომელიც გადასატანი სატუმბი სადგურების გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული სამსახურის შექმნით შესაძლებელი გახდა ისეთი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების წყლით უზრუნველყოფა, რომელთაც წყალი სატუმბი ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო შეფერხებით მიეწოდებოდა. მობილური სატუმბი სადგურებით წყალუზრუნველყოფა მოხდება აგრეთვე საირიგაციო სისტემებში წყალნაკლულობის და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ირიგაციის თანამედროვე მორწყვის სისტემების გამოყენებასა და მის დადებით მხარეებზე. წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას”,- განაცხადა ნიკოლოზ ქურთიშვილმა.