გურჯაანელი ფეხბურთელები მატჩის მსვლელობისას დაჭრეს
გავრცელებული ინფორმაციით, თემქაზე მდებარე ერთ-ერთ სპორტკომპლექსში ფეხბურთელებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ორი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მათგანი სხეულის მსუბუქი დაზიანებით სავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენი ფეხბურთელები კი დაკითხვაზე თემქის პოლიციაში იმყოფებიან.
როგორც ,,knews.ge”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
knews.ge მომხდარი ფაქტის შესახებ მუშაობს და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.