ახალი ამბები

კახეთში 17 მარტამდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურში განაცხადეს, 15-16 მარტს რეგიონში ცვალებადი ამინდის გამო ტემპერატურა დაეცემა. ღამე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, თოვლჭყაპი. ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 მარტიდან თვის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +10+16 გრადუსი იქნება, ღამით კი ჰაერი +2 +7 გრადუსამდე გათბება.