ვიდეორეპორტაჟი

რას ფიქრობენ თელაველები ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიზა-ლიბერალიზაცია. ეს ხელს შეუწყობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ქვეყნებს შორის. მე პირადად ძალიან მაინტერესებს იტალია, მისი ტრადიციები და კულტურა. თუ მექნება შესაძლებლობა, პირველად აუცილებლად ამ ქვეყანაში წავალ’’,- განუცხადა knews.ge-ს თელავის მკვიდრმა ნოდარ გულიაშვილმა.
გამოკითხულთა მეორე ნაწილი თვლის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით საქართველოს მოსახლების უმრავლესობა სარგებელს ვერ ნახავს.
,,ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი არის უარყოფითი. ვფიქრობ, რომ უვიზო მიმოსვლა მხოლოდ ერთეულებისთვის იქნება შესაძლებელი და უბრალო ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. გარდა ამისა, მეორე უარყოფითი რაც ამას შეიძლება მოყვეს არის ის, რომ ეს პროცესი ხელს შეუშლის ჩვენი ეროვნულობის და ტრადიციების შენარჩუნებას’’,– განუცხადა knews.ge-ს თელაველმა მარიამ ცუცუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უვიზო მიმოსვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში მყოფ 22 ქვეყანაში შეძლებენ უვიზოდ მოგზაურობას. ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება უვიზოდ მოგზაურობა შენგენის კანდიდატ და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებშიც. მოგზაურობა ამ კონკრეტულ ქვეყნებში გათვალისწინებულია 90 დღის განმავლობაში, რომელიც შესაძლებელია გადაანაწილონ და გამოიყენონ 180 დღის განმავლობაში, ან ერთიანად.