სტატიები

შრომის ბაზარი და დეფიციტური პროფესიები კახეთში

ქართულ შრომით ბაზარზე, ერთი მხრივ, არსებობს მზარდი მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე, მეორე მხრივ, არის ჭარბი სამუშაო ძალა.

მთავარ პრობლემად არასათანადო კვალიფიკაცია სახელდება. პროფესიული უნარ-ჩვევები, განათლება და გამოცდილება გავლენას ახდენს მოთხოვნასა და მიწოდებაზე შრომის ბაზრებზე. მიუხედავად იმისა, რომ დაუსაქმებელი ადამიანების რიცხვი დიდია, სპეციალისტების განცხადებით, შრომით ბაზარზე შესაბამისი პროფესიის კვალიფიციური კადრის მოძიება ძალიან ჭირს. ისინი დეფიციტური პროფესიების შესახებ ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ სასწავლებლებმა მრავალფეროვანიკადრების მომზადება უნდა დაიწყონ, რათა ბაზარზე გაჩნდეს კონკურენტუნარიანი მუშახელი. დეფიციტური პროფესიების ჩამონათვალი საკმაოდ ბევრია,დღეს ყველაზე ჭარბად იურისტები და ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტები გვხვდებიან. დეფიციტურად კი, სოფლის მეურნეობის მენეჯმენტი, აგრომიმართულებადა საინჟინრო ტექნოლოგიები სახელდება. სათემო კავშირ ,,ნუკრიანის“ დირექტორ მაია ბიძინაშვილის შეფასებით, რეგიონსა და სოფლებში მჭედლის კადრი, ფაქტობრივად, არ არსებობს.

,,დიდი დეფიციტია ისეთი გამოყენებითი პროფესიები, როგორიცაა,მაგალითად, მჭედელი. ჩემი სახლის გვერდით მდებარეობს სამჭედლო. ჯერ კიდევ 10 წლის წინ დილასამჭედლოში გახურებული ქურის სუნით იწყებოდა. ამას ხმაური მოყვებოდა ხოლმე. თოხებით, ბარებითა და სხვა ლითონის ნაკეთობებით იდგნენ რიგში სოფლელები და ერთმანეთის ჭირ-ვარამსაც იგებდნენ. დღეს სოფელში მჭედელს ვერ ნახავთ, არადა მეტად საჭიროა. აღარც ბინდერი არის. მუხის კასრების ნაცვლად, პლასტმასის კასრებს მოიხმარობენ ყურძნის დასაწურად. ამ ორი პროფესიის ადამიანი მეტად საჭიროა სოფლისთვის. აუცილებელი და მოთხოვნადია აგრონომი”.

საზოგადოებრივი კოლეჯ ,,აისის” დირე­ქტორი ნათელა პაპუნაშვილი აცხადებს, რომ სასწავლებელს მჭიდრო ურთიერთობა აქვს დამსაქმებლებთან, აფორმებს ხელშეკრულე­ბებსა და მემორანდუმებს,რათა სასწავლებლის სტუდენტმა სხვადასხვა კომპანიებში სტაჟირე­ბა გაიაროს.
,,ჩვენ 103 დამსაქმებელთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა.გარდა ამისა, 300-ზე მეტ დამსა­ქმებელს ვუკავშირდებით. ჩვენი სტუდენტები მათ ორგანიზაციებში გადიან პრაქტიკულ მეცა­დინეობას. განსაკუთრებული კავშირები გვაქვს მეღვინე-მევენახეებთან, სასოფლო-სამეურნეო პროფესიები პრიორიტეტული და ძალიან მოთხოვნადია. საქართველოში სოფლის მეურ­ნეობის განვითარებას აზრი არ აქვს, თუ ახალგა­ზრდები არ ფლობენ თანამედროვე პროფესიებს. პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს უფრო მეტი ჩანსი აქვთ დასაქმების. პროფესიებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ვეტერინარზე, მეღვინეზე, მზარეულსა და მეფუტკრეებზე”.
ექსპერტი სოფლის მეურნეობის სა­კითხებში დავით თამარაშვილის შეფასებით,დეფიციტური პროფესიებიდან სოფლის მეურნეობაში ყველაზე მწვავედ დგას ვეტერინარების პროფესია. მისი განცხადებით, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში არასათანა­დო ყურადღება ექცეოდა.
,,დღეს ვეტერინართა საშუალო ასაკი არის 60-65 წელი. თუ ამ ტემპით ვიარეთ, უახლოსი 10 წელიწადში მეცხოველეობას დიდი პრობლე­მები ელოდება. ეს დარგი უმძიმეს კრიზისშია. არაერთმა საერთოშორისო ბაზარმა თქვა უარი ქართული პირუტყვის იმპორტზე, გაჩერდა ცხვრისა და ძროხის ექსპორტი. მრავალ ფა­ქტორთან ერთად ერთჶერთია დაავადებები, მათი ექსპორტი არავის სჭირდება. მკურნალობა უნდა ჩაუტაროს ვეტერინმა, დღეს არსებული კადრები კი, ვერ უზრუნველყოფენ სათანადო მომსახურებას არა იმიტომ, რომ არ იციან, არამედ იმიტომ ძალიან მცირედია დარჩენილი. ახალგაზრდები კი, ფაქტობრივად, არ არიან. კვალიფიციური ვეტერინართა დაბალი რიცხვია. მათ დაბალი ანაზღაურება არ აქვს, პირიქით. სახელმწიფო აღარიცხვიანობის სისტემა უნდა დალაგდეს. დარგში უნდა იყოს შემოღებული ისეთი რეგულაცია, რომელიც ბიზნესგარემოს გააჯანსაღებს. ახალგაზრდები კი, დაინტერესა­დებიან და წავლენ ამ მიმართულებით სამუშაოდ. რეგიონში არსებული უნივერსიტეტები აგრა­რულ მიმართულებებით უნდა დახელოვნდნენ, ისინი უნდა ამზადებდნენ სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებს. გვიჭირს აგრონომები, ჯიშთმცოდნეები, სელექციონერები, მცენარეთა დამცველები შესაბამისი პროფილით და სხვა”.
სპეციალისტების განმარტებით, იმ მიმარ­თულებებით, რომლის დეფიციტიც არსებობს, დამსაქმებელთა მხრიდან მოთხოვნა არ იყო, შესაბამისად, აბიტურიენტებიც არ ანიჭებდნენ უპირატესობას ამ კუთხით სწავლის გაგრძე­ლებას.
მანჩო ირომაშვილსაც არ მიუნიჭებია უპი­რატესობა შერჩეული ფაკულტეტისთვის. იგიდაწყებითი კლასების პედაგოგია, საჯარო სკოლაში ვერ დასაქმდა, ვერც მოსწავლეთა კერ­ძოდ მომზადება შეძლო, რადგან არ მუშაობდა. ირემაშვილის განცხადებით, მისი პროფესია მოთხოვნადი არ არის. მან გადაწყვიტა, რომხე­ლობა შეესწავლა. იგი დღეს თექაზე მუშაობსდა ამბობს, ხელთნაკეთ ნივთებს სხვადასხვა მაღა­ზიაში აბარებს.
,,ჩემი პროფესიით ვერ დავსაქმდი, რადგან არ არის პოპულარული და არც ბაზარზეა მოთხოვნა. გადავწყვიტე, მესაწავლა თექაზე მუშაობა, რაც საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. დღესდღო­ბით ვამზადებ გარკვეულ ნივთებს და ვაბარებ რამდენიმე მაღაზიაში, ფინანსურად შედარებით უკეთ ვარ, საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა და ვცდილობ, ვიყო რეალიზებული”.

 

ბიბერახი- თელავის პარტნიო­რობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომ­ლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალა­ქთა ქსელის მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმა­ნიის განვითარებისა და თანამ­შრომლობის სამინისტრო. მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორ­ტისა და ახალგაზრდობის სამინის­ტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნი­ვერსიტეტი და პროფესიული კო­ლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიცი­პალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მას­პინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრა­მა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენე­ბლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენ­ტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.