ახალი ამბები

გურჯაანის 22 წარჩნებული მოსწავლე ოქროს მედლით დაჯილდოვდა

 დაჯილდოების ცერემონიალი სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გაიმართა. კურსდამთავრებულებთან ერთად ღონისძიებას  გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილი, მუნიციაპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკა ბეროშვილი, მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლები და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი დაესწრნენ. 

კურსდამთავრებულებს მედლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის” ფარგლებში გადაეცათ.