აუდიტი – მუნიციპალიტეტებში ა(ა)იპ-ების არსებობა დაუსაბუთებელია და ეს ბიუჯეტის არაეკონომიური ხარჯვაა
მისივე თქმით, ეს არის სისტემური პრობლემა და საქართველოში ყველა თვითმმართველმა ერთეულმა, მათ შორის კახეთის ცხრავე მუნიციპალიტეტმა, უნდა გადახედოს არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების ფუნქციონირების მიზანშეწონილობას. თორდია ადგილობრივ ხელსუფლებას რეკომენდაციას აძლევს, განხორციელდეს ა(ა)იპ-ებში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს მათი საქმიანობის პროდუქტიულობის გაზრდას და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ გამოყენებას.
თელავის დემოკრატიული ჩარტულობის ცენტრში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კახეთის თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრა გამართა. სამსახურის წარმომადგენლებმა საზოგადოებას რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში ჩატარებული აუდიტის შედეგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული 2013-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები. საგარეჯოს თვითმმართველი ერთეულის შემთხვევაში ანგარიში ეხება 2009-2012 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს. ლაშა თორდიას უწყებამ სამივე მუნიციპალიტეტში არაერთი არსებითი ხასიათის კანონდარღვევა გამოავლინა.