ლაგოდეხში ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შემუშავდება
გამგეობაში ამბობენ, რომ მემორანდუმი მიზნად ისახავს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად დასაქმების შესაძლებლობას.
“ქეა საერთაშორისო კავკასია” ლაგოდეხის რაიონში ახორციელებს ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისის პროექტს, რომლის ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ადგილზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაზრდას და მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად.
,, ის პირები, რომლებიც შეხვედრას და ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას დაესწრნენ, ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები არიან. სწორედ ეს ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელები ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე. სოფლის განვითარების მიდგომები ადგილობრივი თავისებურების გათვალისწინებას ეფუძნება და მიზნად ისახავს თემისა და თვითმმართველობის გაძლიერებასა და მხარდაჭერას. მათ თავად უნდა შეძლონ განსაზღვრონ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და განახორციელონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია რაც ხელს შეუწყობს სოფლად დასაქმების შესაძლებლობას და სიღარიბის დაძლევას მუნიციპალიტეტში”,- განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ.