თელავის საკაბელო ტელევიზია „გორდა“ 3000 ლარით დაჯარიმდა
შპს „ტელევიზია კახეთი“ და შპს „სინემა კახეთი“ გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემის გამო წერილობით გააფრთხილა.
კომისიის ცნობით, შპს ,,გორდა“ ორ სატელევიზიო არხს, „TV 3“(რუსული) და „РЕН ТВ“-ის გადასცემდა უკანონოდ.
შპს „ტელევიზია კახეთი“ სატელევიზიო არხებს „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „ერთსულოვნება“, „მაესტრო“, „tv 11“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „კომედი არხი“, „ობიექტივი“, „მარაო“, „Охота и рыбалка“, „ენკი-ბენკი“, „Наше Кино“, „Авто+“, „Усадьба“ და „სტერეო+“ შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე გადასცემდა.
შპს „სინემა კახეთი“ კი სატელევიზიო არხების „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „TV 11“, „ერთსულოვნება“, „ქართული არხი“, „ივერია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Футбол 2“, „Discovery science“, „Discovery“, „National Geographic“, „Animal Planet“, „ОРТ“-ეს გადასცემდა არამართლზომიერად.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიამ მიიჩნია, რომ სამივე კომპანიამ დაარღვია ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები. კომისიის გადაწყვეტილებით, სამივე იურიდიულ პირს დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების შეწყვეტა.