ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტის პროფესორები მეცნიერებისაგან შეუსწავლელ მასალაზე იმუშავებენ

ეროვნული არქივი და თესაუ ერთობლივ პროექტს – „თელავი – ისტორია და თანამედროვეობა“- განახორციელებენ. ირმა შიოშვილის უწყების ინფორმაციით, ამ მასშტაბის კვლევა თელავის ისტორიის შესახებ პირველად ტარდება. პროექტის მიზანი უტყუარ, არქივში დაცულ პირველწყაროებზე დაყრდნობით, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველი ოცწლეულის თელავის განვითარების ტენდენციების შესწავლაა.
,,პროექტის დასაწყებად, 10 თებერვალს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხარეთა შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა მოაწერეს. პროექტის ფარგლებში დამუშავებული ისტორია ეროვნულ არქივში დაცული შესაბამისი ფოტოებითა და დოკუმენტური მასალის გამოყენებით აკადემიური სახით გამოიცემა”,- განაცხადეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.