ახალი ამბები

თელავში თეატრის ფასადის დემონტაჟი მიმდინარეობს

პირველ ეტაპზე არსებული გადახურული ლითონის კონსტრუქცია მოიხსნა. ამჟამად კი, ლითონის მილების დემონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები თვის ბოლომდე გასტანს.
შეგახსენებთ, რომ თეატრის პირვენდელი ფასადი 2012 წელს შეიცვალა, თუმცა სამუშაოები ბოლომდე ვერ დასრულდა. საზოგადოების მოთხოვნით დაიწყო თეატრის ახალი ფასადის პროექტირება, რასაც წინ კონსტრუქციის დემონტაჟი უძღვის. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 ათასი ლარი გამოიყო.