ქალაქ თელავის ბიუჯეტი 12%-ით გაიზრდება
თელავის მერის პლატონ კალმახელიძის განცხადებით, შემოსავლებმა მოიმატა1 მილიონ 700 000 ლარით, რამაც ბიუჯეტის გაზრდა გამოიწვია. მისივე თქმით, მომავალ წელს პრიორიტეტები ისევ ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო იქნება.
,,2015 წელს ბიუჯეტი იყო 8 მილიონ 464 000, ხოლო 2016 წელს 1 მილიონი ლარით იზრდება. გეგმის მიხედვით, ქალაქ თელავის ბიუჯეტმა 9 მილიონ 480 000 ლარი შეადგინა, ასევე, ინფრასტრუქტურის დაფინანსება 6%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, 2015 წლის ბიუჯეტში თანხა 560 000 ლარი, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის იყო გათვალისწინებული, გამოთავისუფლდა, რადგან მერიას ეს სამსახური გამოეყო და შსს-ს ბალანსზე გადავიდა,’’- განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.