ახალი ამბები

გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

knews.ge-ს ინფორმაციით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი მსუბუქად დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.