ახალი ამბები

თელავში ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” ოფისი გაიხსნა

ცენტრის, რომლის მიზანიც ახალგაზრდების გააქტიურებაა, ტორესა მოსი ხელმძღვანელობს. საქართველოს პარლამენტის წევრის, “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძეს ინფორმაციით, ,,გირჩის” მიზანია შექმნას ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრი, მოიზიდოს და პოლიტიკურ პროცესში ჩართოს პროფესიონალები. მისივე თქმით, ახალი პოლიტიკური ცენტრი ახალგაზრდებს სწავლისა და განვითარების საშუალებას, ასევე, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობას სთავაზობს.
,,როგორც სხვა რეგიონებში, თელავშიც გავხსენით ჩვენი ოფისი. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება თავისუფალი და პროდასავლური ღირებულებების მატარებელი. ვცდილობთ, პოლიტიკაში ახალი სახეები მოვიყვანოთ, რომლებსაც მანამდე არ ჰქონიათ შეხება პოლიტიკასთან. ძირითადად, აქცენტს ვაკეთებთ ახალგაზრა კადრზე, რადგან მათ ბევრი იდეები აქვთ. ამ ცენტრის არსიც არის ის, რომ არამარტო ნაციონალურ მოძრაობაში, არამედ მთლიანად საქართველოში პოლიტიკური სპექტრი შეიცვალოს და მოვიდნენ ახალი ადამიანები,”– განუცხადა Knews,.ge-ს ზურაბ ჯაფარიძემ.
“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” თელავის ოფისის ხელმძღვანელის, ტორესა მოსის განმარტებით, ცენტრი ხელს შეუწყობს ქალაქის გამოცოცხლებასა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.
,,ჩვენი მთავარი მიზანია, დავძლიოთ ის აპათეა რაც დღეს ქალაქშია. გვინდა, ახალი ადამიანები ჩავრთოთ პროცესებში და გამოვაცოცხლოთ თელავი. დღეისთვის ქალაქი არის პრაქტიკულად გაჩერებული, საზოგადოებაში კი, ნიჰილისტური განწყობა ყველაფრის მიმართ. ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზება უჭირთ მაშინ, როცა ქალაქს დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი გუნდი დავეხმარებით მოქალაქეებს, რომ გააქტიურდნენ და ვფიქრობ, ჩვენი მუშაობა კარგ შედეგს გამოიღებს,”– განაცხადა knew.ge-სთან ტორესა მოსიმ.