სოფელ ლამბალოში მამაკაცმა 1 ადამიანი მოკლა
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ერთი მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოასწრო. ის ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა. ამ დროისათვის დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. დაზარალებულს მკურნალობა ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში უტარდება. გამგებლის წარმომადგენელმა მაჰმუდ ალიევმა knews.ge-ს განუცხადა, რომ შამხან ვეჩილოვს სოფელში მცხოვრები ორი მამაკაცის ვალი ჰქონდა. გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მათ მოითხოვეს ვალის დაბრუნება. მამაკაცების საუბარი გადაიზარდა უთანხმოებაში, რომელსაც მკვლელობაში ბრალდებულის მხრიდან იარაღიდან გასროლა მოჰყვა.
„ორმა მამაკაცი შამხან ვეჩილოვთან ვალის სათხოვნელად მივიდნენ. ისინი თავიდან წყნარად საუბრობდნენ, მაგრამ შემდეგ უკვე მათ უთანხმოება მოუვიდათ და ვეჩილოვმა მათ ესროლა. როგორც ამბობენ, იარაღი შამხანის არ ყოფილაო. ამას პოლიცია დაადგენს“, – განუცხადა knews.ge-ს მაჰმუდ ალიევმა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108 – ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.