თელავის გამგეობაში 10 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა
ალექსანდრე შათირიშვილის უწყებაში ვაკანტურია საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტის; საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის; არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის; არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტის; თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტისა და სოფლების ყარაჯლის, სანიორის, კისისხევის, ლალისყურის და ვანთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების ადგილები.
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე საკონკურსო საატესტაციო კომისია განაცხადებს გადაარჩევს. კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მოუწევთ ტესტირების გავლა, ხოლო ბოლო ეტაპი კი კანდიდატებთან გასაუბრებას გულისხმობს. კონკურსანტებმა გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად ტესტირებაზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 51%, არანაკლებ 31 ქულა უნდა გადალახონ. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტები 60 კითხვისგან შედგება. ტესტები მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და ზოგად უნარებს.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ნინო აფციაურმა knews.ge-ს განუცხადა, რომ იმ კონკურსანტებს, რომლებმაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩააბარეს ტესტირება და გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მოუწევთ კონკურსის მხოლოდ პირველი და მესამე ეტაპების გავლა.