ახალი ამბები

გიორგიწმინდის საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ ადმინისტრაციული შესწავლა დაიწყო

შსს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული შესწავლის ფარგლებში ინციდენტის მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს. უწყებაში ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ დაიკითხა თუ არა სოფლის რწმუნებული გიორგი ჭიაბერაშვილი.
შეგახსენებთ, გიორგიწმინდის # 20 უბანზე დაპირისპირება შუალედურ არჩევნებში საგარეჯოს მაჟორიტარობის ორი კანდიდატის “ქართული ოცნებიდან” თამარ ხიდაშელისა და “პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებს შორის მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.