ახალი ამბები

მარნეულის გამგებელი საგარეჯოს სოფელ ლამბალოს მოსახლეობას აშინებს

მისი განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებიან სოფელ ლამბალოს #44-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე და ადგილობრივ მაცხოვრებლებს აიძულებენ, ხმა მისცენ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თამარ ხიდაშელს. 
„სოფელ ლამბალოს #44-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე. ისინი მოსახლეობაზე ახდენენ ზეწოლას, რომ მათ მხარი დაუჭირონ სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს თამარ ხიდაშელს. რა უნდათ საგარეჯოში, საარჩევნო უბანზე მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს? მოსახლეობისაგან არის ინფორმაცია, რომ მათ აშინებენ. ჩვენ ვიდეო მასალა გაგვაჩნია“, – განუცხადა knews.ge-ს მიხეილ ანდღულაძემ. 
კოალიცია „ქართულ ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი არ არის ინფორმირებული მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან მოსახლეობის დაშინების შესახებ.

მიხეილ ანდღულაძე, საინიციატივო ჯგუფიდან საგარეჯოს მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი