ახალი ამბები

სტორის ხეობაში მოწყობილი საპიკნიკე ადგილები დაარბიეს

CENN-ის კახეთის რეგიონული კოორდინატორი, რეკრეაციული ზონის მოწყობის იდეის ავტორი, კახაბერ სუხიტაშვილი ამბობს, რომ საპიკნიკე ადგილებიდან მოპარულია ნაგვის ურნები და ტერიტორია დანაგვიანებულია.
,,ცოტა ხნის წინ, კახეთში, მდინარე სტორის ხეობაში, ჩვენი ორგანიზაციის ძალისხმევით, საპიკნიკე ადგილები მოეწყო და ნაგვის ურნები დამონტაჟდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მორიგი ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. ამჟამად დარბეულია რეკრეაციული ზონა და სვიანას ტერიტორია დაფარულია ნაგვით. თქვენ არ იცით ეს ჩემთვის რამხელა ტრავმააა. დიდი შრომა ჩავდე ამ საქმეში, მაგრამ არაფერი გამოვიდა”, –განუცხადა knews.ge-ს კახაბერ სუხიტაშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, სტორის ხეობაში, ე.წ. სვიანაზე, რეკრაციული ზონა გაიხსნა. აღნიშნულ ადგილას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN)-ის პროექტის ,,ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში” ფარგლებში მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტის მიზანია არსებული ტყეების რეკრეაციული ფუნქციის გამოვლენა და ტყეების რესურსის გამოყენება მის დაუზიანებლად.