ახალი ამბები

ლაგოდეხში წყლის მასშტაბური პროექტი ხორციელდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, გიორგი ბოკერიას განცხადებით, პროექტი მასშტაბურია და ითვალისწინებს მოძველებული რეზერვუარების მთლიან რეაბილიტაციას. 
,,წყლის პროექტი გულისხმობს გამწმენდი ნაგებობის თანამედროვე ფილტრების გამოყენებით (დასამუშავებელი წყლის მაქსიმალური სიმღვრივე 300 მლ.გ/ლ), წყლის დასაქლორად მარილისაგან ელექტროლიზის ხერხით ნატრიუმის ჰიპოქლორიდის მილების დანადგარების გამოყენებას; საქლორატოროს მშენებლობას 2000მ3 რეზერვუართან. შიდა ქსელების რეაბილიტაციას და ასევე რეზერვუარების მკვებავი მილსადენი ხაზების რეაბილიტაციას. იგეგმება ქსელის გაფართოება და წყლის მრიცხველების დამონტაჟება”, – განაცხადა გიორგი ბოკერიამ. 
მისივე თქმით, წყლის პროექტი 2016 წელს დასრულდება და მოსახლეობა 24 საათის განმავლობაში სუფთა წყლით მომარაგდება. უწყებაში აცხადებენ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.