გურჯაანელი დაჩი გვენეტაძე ხუთ ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს შორის მოხვდა
დაჩიმ 79 ქულა მიიღო. ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულა კი 80-ია. „როდესაც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ზოგადი უნარების ტესტები, ვნახე სწორი პასუხები და 78 ქულა დავითვალე, მაგრამ როგორც ჩანს არ მახსოვდა ის ერთი საკითხი. 79 ქულას არ ველოდი. ძალიან გახარებული ვარ. დანარჩენ საგნებშიც ასეთ მაღალ ქულას ველოდები“, – განუცხადა Knews.ge-ს დაჩი გვენეტაძემ.
დაჩისს სურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გახდეს. გვენეტაძემ ქალაქ გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრები აბიტურიენტი, თამარ გელდიაშვილი კი 13 ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს შორისაა, რომელმაც ზოგადი უნარების გამოცდაში 78 ქულა დააფიქსირა. გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოს მასშტაბით ზოგადი უანრების გამოცდაში მაქსიამალური, 80 ქულა მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო 79 ქულა დავით გვენეტაძის გარდა – 3-მა. 78 ქულა კი 8 აბიტურიენტმა დააფიქსირა.