ახალი ამბები

ჭიკაანში ბაგა-ბაღის რეაბილიტაციაზე 150 ათასი ლარი დაიხარჯა

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ყვარელმშენმა“ ჩაატარა და შენობის სრული რეაბილიტაციისთვის ჯამში 150 ათასი ლარი დაიხარჯა. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ილია მზექალაშვილის განცხადებით, უახლოეს ხანში, მუნიციპალიტეტს მასშტაბით, ყველა ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის თეთრეულის შეძენა იგეგმება, რომელიც ბოლო ათწლეულების მანძილზე არ განახლებულა.