ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ რადიო ,,ჰერეთის” სარჩელი დააკმაყოფილა

მოსამართლეებმა ნუგზარ სხირტლაძემ, ლევან მაისურაძემ და მაია ვაჩაძემ სრულიად გაიზიარეს რადიო ჰერეთის სარჩელი უზენაეს სასამართლოში და განაცხადეს, რომ კომისიის სადავო აქტის (ლიცენზიის) “ენერჯი გრუპისთვის” ბათილად ცნობის საფუძველი არ ყოფილა მხოლოდ ლიცენზიის მაძიებლის სტატუსი და ის პროგრამულ მრავალფეროვანებაშიც გამოიხატებოდა. რადიო ჰერეთის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
რადიო ჰერეთი, რომელიც ამჟამად კახეთის რეგიონშია ბაზირებული, თბილისში მაუწყებლობის ლიცენზიის მიღებას მერვე წელია ცდილობს.