ახალი ამბები

მომხმარებლები, რომლებსაც კრედიტი დოლარზე აქვთ შეღავათებს მიიღებენ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ირაკლი ქადაგიძის დავალებით, იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც კრედიტი დოლარში აქვს, კომერციული ბანკები სპეციალურ საშეღავათო პროგრამას შეიმუშავებენ. შეღავათები მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხებათ.

მისივე თქმით, შეღავათები ვალის დაფარვის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობს. თანხა, რომელიც ყოველთვიურად ემატება მომხმარებელს, ლარის დევალვაციის გამო საშეღავათო პერიოდზე გადანაწილდება.