ახალი ამბები

გურჯაანის გამგეობაში თანამშრომლების ნაწილი გამოსაცდელი ვადით მიიღეს

იურიდიული სამსახურის უფროსის, ნანა ჭაბუკაძეს თქმით, აღნიშნულ თანამშრომლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად სამი თვე აქვთ. 

,, კონკურსის შედეგად 137 ვაკანტური ადგილიდან 114 შეივსო, 23-ზე კი კონკურსი ხელახლა გამოცადდება. გამგეობაში ვაკანტურ თანამდებობებზე მოხელეთა დანიშვნის პროცესი დასრულდა. დანიშნული თანამშრომლები უკვე შეუდგნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. რაც შეეხებათ ახალ თანამშრომლებს, ისინი გამოსაცდელი ვადით იმუშავებენ,’’– განუცხადა Knews.ge-ს ნანა ჭაბუკაძემ.