ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა 40 ვაკანსიაზე კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს

,,ყველა გამარჯვებულ კანდიდატს გაეგზავნათ უკვე კომისიის გადაწყვეტილება. მათ აქვთ ორი კვირის ვადა და როდესაც ისინი უკვე დამატებით დოკუმენტაციას წარმოადგენენ, ოფიციალურად დაინიშნებიან თანამდებობაზე. რაც შეეხება გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დარჩენილ 40 ვაკანტურ თანამდებობას, ვერ მოხდა კომისიის მიერ აპლიკანტების შერჩევა. კონკურსი ხელახლა სავარაუდოდ მარტის თვის დასაწყისში გამოცხადდება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსი ხელახლა იგივე საკვალიფიკაციო მოთხოვნით გამოცხადდება, კონკურსანტებს, რომლებიც გასაუბრებაზე ჩაიჭრნენ, ტესტირებაზე მიღებული ქულები შეუნარჩუნდებათ”,– განუცხადა knews.ge-ს ნინო აფციაურმა.

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 151 გამოცხადებულ ვაკანსიაზე, გასაუბრების ეტაპი გაიარა 184 აპლიკანტმა, გასაუბრებაზე კი არ გამოცხადდა 13 აპლიკანტი.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კი 103 აპლიკანტის კანდიდატურა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე შათირიშვილს, ხოლო 8 ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საკრებულოს თავმჯდომარეს, პაატა გიორგობიანს უკვე წარუდგინა.