ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში სამართალდარღვევის ოთხი ფაქტი დაფიქსირდა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ერთდროულად სამართალდარღვევის ოთხი ფაქტი გამოვლინდა. რადიო “ჰერეთს” ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 10 დეკემბერს სახელმწიფო ნაკრძალში, რეინჯერების პატრულირების შედეგად დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა – გადაადგილების 3 ფაქტი, ხოლო 11 დეკემბერს – 1 ფაქტი. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ გლუვლულიანი სანადირო თოფები.
“სამართალდამღღვევების მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომელიც განსახილველად ლაგოდეხის სასამართლოს გადაეგზავნა”, – განაცხადეს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიების ადმინისტრაციაში.
საქართველოს კანონმდებლობით ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და აღკვეთილის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის თანხლებით შესვლა – გადააადგილება იკრძალება.